воскресенье, 11 октября 2009 г.

ბერძენ-სპარსელთა საომარი დაპირისპირება ძველი სამყაროს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მასშტაბური მოვლენაა. 331 წელს გავგამელასთან მომხდარი ბრძოლის მაგალითზე ბავშვები გაეცნობიან ბერძნებისა და სპარსელების საბრძოლო ხელოვნებას. ამ მიზნით შეიქმნება მოსწავლეთა ოთხი ჯგუფი:


I ჯგუფი - ისტ-ის დახმარებით აკეთებენ ვენის დიაგრამას და ერთმანეთს ადარებენ გავგამელას ბრძოლის წინ, ალექსანდრე მაკედონელისა და აქემენიანთა სპარსეთის მდგომარეობას (მოსწავლეები იმსჯელებენ სპარსელთა და მაკედონელთა ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ);

II ჯგუფი - “მე არ ვიპარავ“ - ამ სიტყვებიდან გამომდინარე მოსწავლეები იმსჯელებენ ალექსანდრე მაკედონელის ღირსებებზე და მისთვის მისაღები საბრძოლო ტაქტიკისა და სტრატეგიის შესახებ;

III ჯგუფი - იმსჯელებს ბრძოლის მიმდინარეობის, დასასრულისა და ალექსანდრეს აზიის მეფედ აღიარების შესახებ.

IV ჯგუფი - მასწავლებლის მითითებით მოსწავლეებს რუკაზე გადააქვთ სახელმძვანელოში მოცემული ბრძოლის სქემა (წყარო ზ), განიხილავენ მას და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას ალექსანდრე მაკედონელზე, როგორც ძლიერ მხედართმთავარზე, რომელმაც უზრუნველყო საბრძოლო ნაწილების შეთანხმებული მოქმედება და დაამკვიდრა მითი საკუთარი არმიის უძლეველობის შესახებ.
- მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი;
- ვადები და ხანგრძლივობა: 2009 წ. 16/10 - 2010 წ. 16/10;
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, რუკაზე მუშაობა და სქემების შექმნა;

- მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: ვებ-ბლოგი, მსჯელობა პიროვნების როლის შესახებ ქვეყნის განვითარებაში, რუკაზე იმ ცვლილებების აღნიშვნა, რომელიც მოყვა ალექსანდრეს ლაშქრობებს.
- სარგებელი სხვებისთვის: ბერძენთა და სპარსელთა საბრძოლო ხელოვნების გაცნობა;
- სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური;
- პროექტის ფასილიტატორი: ეკა ქავთარია;
- ekakavt@gmail.com